სუფსაში ავარიის შედეგად დაღუპულებიდან 3 - ერთი ოჯახის წევრი, მეოთხე კი მათი ნათესავია

სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებიდან 3 - ერთი ოჯახის წევრი, მეოთხე კი მათი ნათესავია.

კერძოდ, ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, დაღუპული მამაკაცის ძმა და მათი დეიდაშვილი.

მათივე განმარტებით, ლანჩხუთიდან ბათუმის მიმართულებით სწრაფად მიმავალმა , „ოპელის“ მარკის ავტომობილმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და მძიმე სატვირთო მანქანას შეეჯახა.

„ოთხივე ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ეს იყო საშინელი სურათი. აქ ხშირად ხდება ავარია. მოვითხოვთ გზაზე სიჩქარის მაკონტროლებელი ბარიერი დააყენონ. ბავშვები ბაღში დადიან, სკოლაში და ძალიან გვეშინია. მოგვაქციონ ყურადღება,“ - აცხადებს ადგილობრივი გენადი გურგენაძე.

იხილეთ ვიდეო: ავარიას სუფსაში 4 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 3, ერთი ოჯახის წევრია - რას ჰყვება მამაკაცი, რომელმაც ტარგედია საკუთარი თვალით იხილა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა