ეკა ბესელია საკუთარ პარტიას ივნისში დააფუძნებს

ეკა ბესელია თანამოაზრეებთან ერთად ახალ პარტიას ივნისში დააფუძნებს. პარტიის დამფუძნებლებს შორის ასევე იქნებიან დეპუტატები გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე.

პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ივნისის ბოლოს იგეგმება, სადაც ახალი სახეების წარდგენაც მოხდება.

როგორც ეკა ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ დროისთვის აქტიური მუშაობა და კონსულტაციები მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით.

ცნობისთვის ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ზვიად კვაჭანტირაძემ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა "ქართული ოცნება" და საპარლამენტო უმრავლესობა თებერვალში, უზენაესი სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე განსხვავებული პოზიციების გამო დატოვეს. აპრილში კი ეკა ბესელიამ თანამოაზრეებთან ერთად ახალი პარტიის შექმნა დაანონსა.

იხილეთ ვიდეო

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა