დაკავებული მორაგბის ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ქუთაისელი მორაგბის გიორგი კვირიკაშვილის ნათესავებმა დასავლეთ საქართველოს პროკურატურასთან აქცია გამართეს. ისინი გიორგი კვირიკაშვილის დაკავებას აპროტესტებენ.

დაკავებულის ახლობლების განცხადებით, 18 მაისს ქუთაისში, ღამის საათებში მომხდარი ჩხუბის გამო, მორაგბე და მისი ნათესავები გუშინ დაკითხვაზე დაიბარეს, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილი დააკავეს.

მათი მტკიცებით, გიორგი კვირიკაშვილი მხოლოდ დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდა.

"უბანში ჩხუბის ფაქტს შევესწარით და ვაშველებდით, რამდენიმე დღის შემდეგ დაკითხვაზე დაგვიბარეს, რის შემდეგაც გიორგი დააკავეს. გუშინ, ღამის საათებში დამირეკა გამომძიებელმა და მითხრა, რომ ბრალი ორი მუხლით აქვს წაყენებული, ხულიგნობისა და ძალადობის მუხლით, რაც აბსურდია. მოვითხოვთ უდანაშაულო ადამიანის გათავისუფლებას", - აცხადებს დაკავებულის ახლობელი.

აქციის მონაწილეების თქმით, დაზარალებულია ადვოკატი, რომელიც მოუწოდებს კოლეგებს ამ საქმეზე მუშაობა არ დაიწყონ, რაც დაკავებულის უდანაშაულობის დამტკიცებას ართულებს.

გიორგი კვირიკაშვილი ქუთაისის სხვადასხვა სარაგბო გუნდში თამაშობდა, ამჟამად ის საქმიანობის გაგრძელებას საფრანგეთში აპირებდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს