სოფელ ჩაისუბანში მცხოვრებ ივა ყურშუბაძის განცხადებით, მას მოკვლით ემუქრებიან

დაბა ჩაქვში, სოფელ ჩაისუბანში მცხოვრებ ივა ყურშუბაძის განცხადებით, მას მოკვლით ემუქრებიან. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლასა და თანასწორობაზე საჯაროდ ისაუბრა, რამაც ახლობლების გაღიზიანება გამოიწვია.

ივა ყურშუბაძე დღეს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მის უფლებებს საია იცავს.

"სიცოცხლის მოსპობითა და განადგურებით დამემუქრნენ. ახლობლები ამბობენ, რომ ჩემი ინტერვიუთი გვარი შევარცხვინე. მემუქრებიან, სოფელში არ მიშვებენ და აცხადებენ, რომ დიდი სირცხვილის ჩამორეცხვას სისხლის ღვრით გეგმავენ. ბებიაჩემთან მივიდნენ და უთხრეს, რომ მოკვლას მიპირებენ. ამ ყველაფრის შემდეგ საიას მივმართე, დავწერეთ საჩივარი და პროკურატურაში ვიყავი.

მე ვამბობ, რომ ვინმეს დასჯა და ციხეში ჩასმა ჩემი მიზანი არ არის. მინდა გარანტია, რომ ჩემს ქვეყანაში თავისუფლად გადავადგილდებოდე და სიტყვის თავისუფლება მქონდეს. ისინი, ვინც ბებიაჩემს ესაუბრნენ, იდენტიფიცირებულები არიან. 17 მაისს არის ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან საერთაშორისო დღე. ერთ-ერთ გადაცემაში ვისაუბრე, რომ ადამიანები ყველანი ერთნაირები არიან და არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ასევე ოკუპაციაზე ვისაუბრე. სწორედ ამას მოჰყვა ყველაფერი. მთავარია, დავიცავი ლგბტ თემი, მე ვერანაირი მუქარა ვერ გამაჩერებს და ამ ადამიანების გვერდში ვარ",- განაცხადა ივა ყურშუბაძემ.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს