აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო მედიით ხორციელდება

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს BBC-ის, Deutsche Welle-სა და "ევრონიუსის" მილიონობით მაყურებელი ეცნობა. რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები საერთაშორისო ტელეარხებზე ერთდროულად, ერთი თვის განმავლობაში იტრიალებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას მსოფლიოში წამყვანი ტელეარხებით 2017 წლიდან ახორციელებს. გარდა სატელევიზიო რეკლამისა, რეგიონის პოპულარიზაცია წელს 16 სამიზნე ქვეყანაში სხვადასხვა მარკეტინგული არხებით მიმდინარეობს. პარალელურად ტარდება პრეს-ინფოტურები ევროპული და მეზობელი ქვეყნებიდან, რომლის შედეგადაც რეგიონის შესახებ მომზადებულ სტატიებსა და რეპორტაჟებს პოტენციური ტურისტები ეცნობიან.

მათივე ინფორმაცით, ზაფხულის ტურისტულის სეზონისთვის რეგიონში აქტიური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და აჭარის სტუმრებს წელს ბევრი საინტერესო სიახლე ელოდებათ. მათ შორის ინფრასტრუქტურის, ტურისტულის სერვისებისა და პროდუქტების მიმართულებით. 2019 წლის, 4 თვის მონაცემებით, რეგიონს უკვე ნახევარ მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა.

“ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე სარეკლამო კამპანიები, რომელსაც 100-ზე მეტ ქვეყანაში ეცნობიან. ჩვენი მთავარია მიზანია, რაც შეიძლება ბევრ პოტენციურ ტურისტს მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის, რეგიონისა თუ ქალაქის შესახებ. ერთის მხრივ ეს ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდასა და მეორეს მხრივ დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებას. ბუნებრივია, ჩვენი სარეკლამო კამპანიები მხოლოდ სატელევიზიო რეკლამით არ შემოიფარგლება და მიდგომა არის კომპლექსური. კამპანიების მთავარი სამიზნე მაინც ევროპული ბაზარია, საიდანაც განსაკუთრებით ვცდილობთ ტურისტების მოზიდვას. შეინიშნება კიდეც დადებითი ტენდენციები გერმანიიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან. წელს პირველად გვემატება ჩარტერული რეისებიც ვილნიუსიდან და ტალინიდან, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ჩვენთან მოგზაურობაზე ამ ქვეყნებში მოთხოვნა იზრდება,“- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია