დისციპლინური კომისია დღეს სტუდენტს მოუსმენს, რომელიც ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ბათუმის უნივერსიტეტის დისციპლინური კომისია დღეს მეორე კურსის სტუდენტს მოუსმენს, რომელიც უნივერსიტეტის ლექტორს ომარ მახარაძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და შესაბამისად, კომისიის პასუხისმგებლობა არის მაღალი. კომისია გმობს ფაქტს. უნივერიტეტის რეაგირება იყო ადეკვატური. ლექტორს შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა. დისციპლინურ კომისიას დაგვევალა საკითხის შესწავლა და შესაბამისი წინადადების წარდგენა ადმინისტრაციის მიმართ. ჩვენი ვალდებულებაა, ყველა საკითხი მოვიძიოთ, შევაჯეროთ, დავადგინოთ იყო თუ არა ფაქტი, არის თუ არა დარღვევა ან რა ტიპის დარღვევაა და შესაბამისად, რა სახის სახდელი უნდა დაეკისროს. კომისია იქნება პრინციპული, ღია და გამჭვირვალე,“- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ანზორ ბერიძემ.

ბსუ-ს ლექტორი ომარ მახარაძე უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, იგი საქართველოში 28 მაისს დაბრუნდება. რაც შეეხება სტუდენტის ბრალდებას, ლექტორი ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ გამოძიებას ელოდება. ომარ მახარაძე ბათუმის საკრებულოს წევრია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ლექტორის მიმოწერა გაასაჯაროვა.

იხილეთ ვიდეო: დისციპლინური კომისია დღეს სტუდენტს მოუსმენს, რომელიც ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა