„საქართველოს მელიორაციამ“ მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაასრულა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწყობითი ღონისძიებები გატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მდინარე აბაშის კალაპოტი ქვა-ღორღისა და ნატანისგან გაიწმინდა, მოეწყო დატბორვის საწინააღმდეგო დამბა, გადასასვლელები და ნაპირსამაგრი ნაგებობები.

მათივე ინფორმაციით, სოფელ ზანათის, სეფიეთისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარებული სამუშაოები უხვი ნალექის დროს დაახლოებით 380 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს დატბორვისგან დაიცავს.

„შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ოთარ შამუგიამ, აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან მაკალათიასთან ერთად მდინარე აბაშის ნაპირის გამაგრების დასრულებული სამუშაოები დაათავლიერა.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 520 000 ლარია, საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა.

2012-2019 წლებში საქართველოს მელიორაციამ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 35 სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა. შედეგად, დრენირებული მიწის ფართობი 10 500 ჰექტარით გაიზარდა, ხოლო ჭარბი წყლის მოწილების სამუშაოები 6 000 ჰექტარზე განხორციელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: "საქართველოს მელიორაციამ" მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაასრულა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა