დისციპლინური კომისიის სხდომა, სადაც სტუდენტის მიერ ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორის სექსუალური შევიწროების დადანაშაულების საკითხს განიხილავენ, დაიხურა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიის სხდომა, სადაც სტუდენტის მიერ ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების საკითხს განიხილავენ, დაიხურა.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ ანზორ ბერიძემ განაცხადა, სხდომის დახურვის სურვილი თავად სტუდენტმა გამოთქვა.

ანზორ ბერიძის განცხადებით, სხდომის დახურვის მიზანი ის არის, რომ სტუდენტი ბულინგის მსხვერპლი არ გახდეს. თავად სტუდენტი სხდომას ჯერჯერობით არ ესწრება.

კომისია შედგება შვიდი წევრისგან. ისინი არიან პროფესორები, სტუდენტები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

კომისიის შემადგენლობაში ჩართვას ითხოვს არასამთავრობო სექტორი. როგორც მათ განაცხადეს, სხდომის საჯაროობის სურვილი თავად სტუდენტს ჰქონდა, თუმცა მათთვის დღეს გახდა ცნობილი, რომ დისციპლინური კომისიის სხდომა დაიხურა.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ სხდომა საჯარო იყოს. კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო სექტორიდანაც უნდა ყოფილიყო წარმომადგენელი. დისციპლინური კომისია შიდა რესურსითაა დაკომპლექტებული.

თავდაპირველად, სტუდენტი მზად იყო, რომ პროცესი საჯარო და გამჭვირვალე ყოფილიყო, თუმცა დღეს გავიგეთ, რომ სხდომა დახურული იქნებოდა, რაც ვფიქრობთ, რომ საყურადღებოა. ჩვენი მხრიდან საკითხის შესწავლა მოხდება, ხომ არ აქვს ზეწოლას ადგილი“, - განაცხადა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელმა ნათია აფხაზავამ.

თავად ბსუ-ს ლექტორი ომარ მახარაძე უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, იგი საქართველოში 28 მაისს დაბრუნდება. რაც შეეხება სტუდენტის ბრალდებას, ლექტორი ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ გამოძიებას ელოდება. ომარ მახარაძე ბათუმის საკრებულოს წევრია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ლექტორის მიმოწერა გაასაჯაროვა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს