ბათუმის მერიასთან კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებული მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმის მერიასთან კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებული მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმის მერიასთან კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებული მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, ბათუმში, თამარის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მშენებლობა ბათუმის მერიამ შეაჩერა.

"2018 წელს ჩვენ საცხოვრებელ ბინებში უნდა შევსულიყავით, თუმცა კომპანია "სვეტის" უპასუხისმგებლობამ დაგვაზარალა. ამ დრომდე ვიხდით თანხას, მაგრამ მშენებლობა გაჩერებულია. როგორც კომპანიაში განაცხადეს, მათ ბათუმის მერიამ მშენებლობის უფლება შეუჩერა. ბათუმის მერიამ ჩათვალა, რომ მშენებლობა უნებართოდ იყო დაწყებული. მოვითხოვთ, მშენებლობის გაგრძელებას, რადგან კომპანიისა და მერიის უპასუხმისგებლობით დავზარალდით 300-მდე ოჯახი",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.