გიორგი კანდელაკი ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით IDFI- ის კვლევაზე - ვხედავთ, როგორ არ ხორციელდება თვალთვალი და მიყურადება იქ, სადაც უნდა განხორციელდეს

ეს არის პრობლემა, თუ რაზე ხარჯავს ჩვენს მიერ გადახდილ გადასახადებს და რესურსებს სახელმწიფო - არასწორ მიზნებზე, - ასე შეაფასა დეპუტატმა გიორგი კადელაკმა IDFI- ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით.

„პრობლემა სტატისტიკა კი არაა, პრობლემაა თუ რაზე იხარჯება რესურსები. ჩვენ ვხედავთ პრაქტიკაში როგორ იდება ფარული ჩანაწერები - არალეგალური გზით მოპოვებული: სერგო რატიანზე, ოპოზიციის ლიდერებზე, ზოგი ფაბრიკაციაა, ზოგი ნამდვილი ჩანაწერია - მათ შორის პირად ცხოვრებაზე; სამაგიეროდ, ვხედავთ როგორ არ ხორციელდება თვალთვალი და მიყურადება იქ, სადაც უნდა განხორციელდეს. მაგალითად აღმოჩნდა, რომ ის სახლი, სადაც ჩატაევი და ტერორისტები იმყოფებოდნენ, ფარული მიყურადების ქვეშ არ იყო. ამ წლების განმავლობაში რუსეთის არც ერთი ჯაშუში არ დაუკავებიათ“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

IDFI-ის კვლევის თანახმად 2017 წელს ფარული მოქმედებების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას, არ მოჰყოლია იმ პრობლემების მოგვარება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში აპროტესტებენ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქართველოში 2017-2019 წლებში ფარული მიყურადების რეგულირებისა და პრაქტიკის თაობაზე კვლევას აქვეყნებს.

დოკუმენტის თანახმად, ბოლო ორ წელიწადში ფარული მიყურადების შუამდგომლობების განხილვისა და დაკმაყოფილების რაოდენობა გაორმაგებულია.

კვლევის თანახმად, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ნაკლებადაა დატვირთული ისეთი ფარული საგამოძიებო მოქმედებებით, რომელიც კავშირშია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებასთან.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო