გამგებელი - ყავლაშვილის ქუჩაზე სახლის დროებითი გამაგრებითი სამუშაოები ჩატარებულია - სახლი რეაბილიტირებას საჭიროებს, ამას კომპეტენტური პირი გააკეთებს

ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლის აივნისა და მოაჯირის ჩამოშლის დროს, შენობაში 1 ადამიანი იმყოფებოდა. ბესიკ ვაშაკიძის ინფორმაციით, სახლი არის საკმაოდ ძველი და ავარიული. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე ადგილობრივებს არაერთხელ მიუმართავთ გამგეობისთვის, მერიისთვის, ძეგლთა დაცვის ფონდისთვის, თბილისის განვითარების ფონდისა და სხვა უწყებებისთვის, არც ერთი მთავრობის დროს შენობის რესტავრირება არ მომხდარა.

„ბათქაში სულ ცვიოდა. რამდენიმეჯერ გადარჩნენ მოზარდები, ტურისტები. მერიაში, გამგეობაში, ყველგან მქონდა განცხადება და ხან სად გამაგზავნეს, ხან სად.

გამგეობამ გაგვცა ასეთი პასუხი და მესმის, რომ თვითონ მას არ აქვს საშუალება დაანგრიოს და თავიდან ააშენოს შენობა, რეაბილიტაციას ეს არ ექვემდებარება. ძეგლის სტატუსი აქვს და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ისევ მერიაში გამოგვიშვა და საბოლოოდ წრეზე გვატარეს.

ამ წუთას 3 ოჯახის სახლია დაზიანებული, მაგრამ ყველა ოჯახი იმავე მდგომარეობაშია. დღეს ჩამოინგრა ჩემთან, ხვალ ჩემს მეზობელთან ჩამოინგრევა”, - განაცხადა ბესიკ ვაშაკიძემ.

თავის მხრივ, კრწანისის რაიონის გამგებლის ლევან ჯაფარიძის ინფორმაციით, იმ მცხოვრებლებს, რომელთა ბინაშიც არ იცხოვრება, დროულად დააბინავებენ. მისივე თქმით, გამგეობამ თავისი კომპენტენციის ფარგლებში შენობის აივნისა და პერიპეტის ჩამონგრევამდეც იმოქმედა და შესაბამისი დროებითი გამაგრებითი სამუშაოები სახლის შიდა პერიმეტრზე ჩაატარა, ხოლო, რაც შეეხება ფასადს, ეს, მისი თქმით, გამგეობის კომპეტენციას სცილდება.

„დროებითი გამაგრებითი სამუშაოები ჩატარებულია. მთლიანობაში სახლი, რა თქმა უნდა, რეაბილიტირებას საჭიროებს, ამას კომპენტენტური პირი გააკეთებს”, - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა