ბათუმში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

აჭარის მთავრობის ორგანიზებით, ქართველი და უცხოელი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანს დამსწრე საზოგადოებისთვის აჭარაში არსებული საინვესტიციო პოლიტიკის გაცნობა წარმოადგენდა. მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიესალმა. თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში ეკონომიკის ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა მცირე და საშუალო ბიზნესის როლზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში.

„მთავრობა ბიზნესთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, რომ გაატაროს ის მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ეროვნული დანაზოგების ზრდას და უზრუნველყოფს მეტი ინვესტიციის მოზიდვას. სწორედ ამიტომ არის ეკონომიკური ზრდა ჩვენთვის მნიშვნელოვანი. მინდა დღესაც და მომავალშიც მეტი ყურადღება დავუთმოთ მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას, რადგან დასაქმების 65% სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე მოდის“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

თორნიკე რიჟვაძემ ასევე ისაუბრა აჭარის ეკონომიკაში ტურიზმის განსაკუთრებულ როლზე.

„აჭარის ეკონომიკაში წამყვანი არის ტურიზმი და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები დასაქმების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ბოლო 5 თვის მონაცემებს, ტურიზმიდან შემოსავლები უკვე მილიარდ დოლარს აჭარბებს. რეგიონში დაახლოებით 2-3 კვირის შიგნით ვაპირებთ, რომ 200 მილიონი დოლარის ახალი საინვესტიციო პროექტები გავხსნათ, დავათვალიეროთ და ჩვენი მიზანი არის საბოლოო ჯამში შეიქმნას 6000 სამუშაო ადგილი. ვიცი, რომ თქვენი როლი არის განსაკუთრებით დიდი. ჩვენი მთავრობა აჭარაში იქნება მაქსიმალურად ღია, კონსტრუქციული და ეფექტური. ყველა ის განკარგულება და გადაწყვეტილება იქნება მიღებული ისე, რომ ბოლომდე გამოირიცხოს კორუფციული რისკები, იყოს გამჭვირვალე ურთიერთობა და ამავე დროს, დაცული იყოს როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესები“, - განაცხადა რიჟვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა