ბათუმის უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიის სხდომა, რომელმაც სავარაუდო სექსუალური შევიწროების საკითხზე, რამდენიმე სტუდენტი უნდა გამოკითხოს, განახლდა

ბათუმის უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიის სხდომა, რომელიც სტუდენტის მიმართ ლექტორის მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროების საკითხს განიხილავს, განახლდა. ამ ეტაპზე კომისიის წევრებს გადაწყვეტილი აქვთ სტუდენტების გამოკითხვა.

სხდომის შესახებ ჟურნალისტებისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, თუმცა სხდომათა დარბაზში შეკრებილმა სტუდენტებმა მედიის წარმომადგენლების გამოჩენისთანავე დარბაზი დატოვეს და კომენტარი არ გააკეთეს.

თავის მხრივ, დისციპლინური კომისიის თავმჯდომარე ანზორ ბერიძე აცხადებს, რომ მედიამ აქტიურობით სტუდენტთა გამოკითხვაში ხელი შეუშალა. მისივე თქმით, სტუდენტებს არ სურთ მათი იდენტიფიცირება მედიასაშუალებებით. ანზორ ბერიძე აცხადებს, რომ კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი რამდენი სტუდენტი გამოიკითხა.

იხილეთ ვიდეო: ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტის მიმართ ლექტორის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების საკითხის განხილვა განახლდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა