შსს-მ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გამოძიება უფრო მძიმე მუხლით გადააკვალიფიცირა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გამოძიება გადააკვალიფიცირა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 139-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას გულისხმობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავადპირველად, გამოძიებას "სისხლის სამართლოს კოდექსის" 150-ე მუხლით აწარმოებდა, რაც იძულებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატს და ბსუ-ს ლექტორს ომარ მახარაძეს მისივე სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ომარ მახარაძე სტუდენტის ბრალდებებს უარყოფს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო