გორში 26 მაისი სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გორის მერია და იუსტიციის სამინისტრო ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 12:00 საათიდან სხვადასხვა ღონისძიებებს გამართავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, როგორც ქვეყნის სხვა ქალაქებში, გორშიც 17:10 საათზე შესრულდება საქართველოს ჰიმნი, რომელსაც გორის ქალთა კაპელა შეასრულებს.

დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სტუმრები ვიზალიბერალიზაციის სიკეთეებით სწორად სარგებლობის მიზნით, საჭირო ინფორმაციას მიიღებენ.

მოქალაქეები საინფორმაციო სტენდების საშუალებით აქვე გაეცნობიან გორის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობებსა და საინტერესო ფაქტებს გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების შესახებ.

მსურველები საუკუნისწინანდელ არტკაფე „მანდილოსანში“ ქალთა უფლებებსა და წარმატებული ქართველი ქალების ისტორიებსაც გაიზიარებენ.

მოედანზე იგეგმება ასევე, ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.

მთელი დღის განმავლობაში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ღია კინოთეატრში იხილონ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ აღდგენილი ანიმაციური ფილმები და ამავე არქივში დაცული კინოდოკუმენტები;

პატარებს ელოდებათ გასართობი სივრცე და მრავალფეროვანი პროგრამა. მოედანზე მოეწყობა საბრძოლო ტექნიკის გამოფენაც.

20:00 დაიწყება გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები გიორგი ნადიბაიძე და სოფო ბედია და მუსიკალური ჯგუფები „არა“ და „შვიდკაცა“.

26 მაისის ღონისძიებებს გვიან ღამით გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.

გორის გარდა, 26 მაისთან დაკავშირებით ღონისძიება შინდისშიც მოეწყობა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 11:00-დან 18:00 საათამდე ქართული ჭიდაობის ტურნირს გამართავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც პროფესიონალი სპორტსმენები, ასევე მოყვარულებიც. იგეგმება შინდისის გმირების მემორიალის გვირგვინით შემკობაც, - ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ