ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. როგორც ერთ-ერთმა მაღაროელმა გელა ბაძგარაძემ „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, მათ სოლიდარობა ზესტაფონის "ფეროს" და ტყიბულის შახტის თანამშრომლებმა გამოუცხადეს და აქციას შეუერთდნენ. მისი თქმით, კომპანიას ვადა 27 მაისამდე მიეცა.

„შემოგვიერთდნენ მეშახტეები ტყიბულიდან. დაახლოებით, 60 ადამიანი. ასევე მოვიდნენ "ფეროს" თანამშრომლები. ისინი სოლიდარობას გვიცხადებენ. გაფიცვა გრძელდება, ჩვენ დღეს მივმართეთ "ჯორჯიან მანგანეზს", თუ ორშაბათამდე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შემდეგ მოვითხოვთ, კომპანია წავიდეს ჭიათურიდან", - განაცხადა გელა ბაძგარაძემ.

მისი თქმით, მაღაროელები ასევე აგრძელებენ შიმშილობას, სამს კი პირი კვლავ ამოკერილი აქვს.

მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ.

"ქალაქი ხდება ბლოკირებული, მაღაზიები იკეტება, მსვლელობებია" - ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება