ალექსანდრე მოწერელიამ და გიორგი შენგელიამ  მერაბ კოსტავასა  და ზვიად გამსახურდიას ძეგლები გვირგვინით შეამკეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის ახლად არჩეულმა მერმა გიორგი შენგელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ძეგლები გვირგვინით შეამკეს.

მათ ასევე, მოსახლეობას დღევანდელი დღე მიულოცეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ვულოცავ ზუგდიდს, სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულს. 101 წელი გავიდა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი. თითოეული ზუგდიდელი მინდა მოვიწვიო ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე. ერთად შევხვდეთ ამ დღეს“,- თქვა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ღონისძიებებს მართავს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს