ბათუმში 26 მაისთან დაკავშირებით მსვლელობისას რუსეთის წარმომადგენლების მიერ რუსული დროშების ფრიალს მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვა

ბათუმში 26 მაისთან დაკავშირებით მსვლელობისას რუსეთის წარმომადგენლების მიერ რუსული დროშების ფრიალს მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვა

ბათუმში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აბაშიძის ქუჩაზე, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა საკუთარი ეროვნული სამოსით მსვლელობა მოაწყვეს.

8 ქვეყანას შორის იყო რუსეთი, რუსეთის წარმომადგენლებმა მსვლელობისას რუსეთის დროშაც გამოფინეს და შეძახილები „რასია“ ისმოდა, რაც მოქალაქეთა ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ამ დროისათვის მსვლელობა დასრულებულია და ევროპულის მოედანზე რეგიონის პირველ პირებს ელოდებიან, სადაც დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონიძიება ოფიციალურად გაიხსნება.

იხილეთ ვიდეო: ისმოდა შეძახილები "რასია" - ბავშვთა ანსამბლის რუსეთის დროშებით მსვლელობის გამო ბათუმში განათლების მინისტრი გადააყენეს