აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი - სამარცხვინო ფაქტი მოხდა, დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის დროშა ფრიალებს. თორნიკე რიჟვაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო

ეს იყო სამარცხვინო ქმედება დამოუკიდებლობის დღეს, თორნიკე რიჟვაძემ კი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც ვლადიმერ მგალობლიშვილი ამბობს, ბათუმში მიმდინარე ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი პირადად იყო.

"თორნიკე რიჟვაძეს საკმაოდ ახლოს ვიცნობ, მანამდე რომ ნდომოდა მინისტრის გადაყენება, აუცილებლად გადააყენებდა. ამის პრობლემა ნამდვილად არ ექნებოდა, დღეს სამარცხვინო ფაქტი მოხდა. დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთიდან გამოყოფის დღეს ვზეიმობთ - რუსეთის დროშა ფრიალებს... ამ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი იყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ამ ფაქტიდან რამდენიმე წუთში აჭარის განათლების მინისტრი გაათავისუფლა",- განაცხადა ვლადიმერ მგალობლიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს