ძლიერმა სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სოფელ ჭიკაანში, გავაზსა და ახალსოფელში სეტყვას ქარი ახლდა, რამაც ვენახები და ნათესები თითქმის სრულად გაანადგურა.

ასევე, ქარმა გზაზე ხეები წაქცია და ერთ სახლს სახურავი გადახადა. ყვარლის მერის ინფორმაცით, განსაკუთრებით დაზარალადა ახალსოფელი, სადაც,თითქმის სრულად განადგურებულია ვენახები.

"უამინდობა გრძლედება და ფიზიკურად სტიქიის ზონაში მისვლას ვერ ვახერხებთ, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ვიცით,რომ სეტყვამ ძირითადად ვენახები და ერთწლიანი კულტურა დააზიანა. ხვალ დილიდან,ყველა შესაბამისი სამსახური ჩაერთვება სამუშაოებში, რის შემდეგაც გახდება ცნობილი ზარალის შესახებ“, - განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს