ლაგოდეხში რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშველები მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგოს ძებნას აგრძელებენ

ლაგოდეხში, ნინოსხევის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 წლის გოგონას რამდენიმე საათია მაშველები უშედეგოდ ეძებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ლაგოდეხის მერმა განუცხადა, მეტეოროლოგიური პირობების გამო სამძებრო სამუშაოები გართულდა, თუმცა სამაშველო ჯგუფები ძებნას მაინც აგრძელებენ.

ჯონდო მდივნიშვილის თქმით, მოზარდი მდინარეში იმყოფებოდა რა დროსაც სწრაფმა დინებამ გაიტაცა.

"ადგილზე ვიყავი და საკმაოდ რთული მეტეოროლოგიურო პირობებია, რაც სამძებრო სამუშაოებს აფერხებს, თუმცა სამაშველო ჯგუფები აქტიურად, შეძლებისდაგვარად აგრძელებენ ძებნას. ჩვენი ინფორმაცით, თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იყვნენ. სავარაუდოდ, ახალგაზრდები ნინოს ხევის მიმდებარედ, მდინარეში იმყოფებოდნენ და ერთი მათგანი დინებამ გაიტაცა. როგორც ვიცი, ახლა დანარჩენი ახალგაზრდები დაკითხვაზე არიან პოლიციაში", - განაცხადა ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო