ლაგოდეხში, 16 წლის გოგოს სამძებრო სამუშაოებში დილიდან მყვინთავები ჩაერთნენ

ლაგოდეხში, 16 წლის გოგონას სამძებრო სამუშაოებში დილიდან მყვინთავები ჩაერთნენ. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მოზარდს, რომელიც ნინოსხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყლის დინებამ გაიტაცა, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.

უბედური შემთხვევის ადგილზე მისვლა ჯერ ვერ ხერხდება, რის გამოც, შესაძლოა, მდინარეს კალაპოტი შეუცვალონ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის კერძო სკოლა "ალბიონის" მოსწავლეები ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც 16 წლის გოგონა დინებამ წაიღო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლები და მასწავლებელი ლაგოდეხის პოლიციაში წუხელვე გამოიკითხნენ.

იხილეთ ვიდეო: ბოლო ინფორმაცია 16 წლის გოგონას სამძებრო სამშაოებზე, რომელიც ექსკურსიაზე დინებამ წაიღო - კადრები და კომენტარი ლაგოდეხის ნაკრძალიდან

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს