„ნაცმოძრაობის წევრები“ - აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კორუფციაში ჩართული მაღალჩინოსნები უნდა გაასაჯაროვოს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კორუფციაში ჩართული მაღალჩინოსნები უნდა გაასაჯაროვოს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს.

ოპოზიციის წევრებმა ბრიფინგი მთავრობის სახლთან გამართეს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძისგან განმარტება მოითხოვეს.

"ერთი თვის წინ თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურში გასვლით სამთავრობო სხდომაზე განაცხადა, რომ კორუფციაში ჩართული ყველა მაღალჩინოსანი დაისჯებოდა, თუმცა ერთი თვე გავიდა და მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნული განცხადება სისრულეში არ მოიყვანა. ჩვენ მოვიტანეთ კონკრეტული პროექტები, რომლებიც ბიუჯეტიდან დაფინანსებულია და სისრულეში არ არის მოყვანილი. ფაქტობრივად, სამუშაოები არ განხორცილებულა. რეგიონში კორუფციაა და ვითხოვთ, რომ დაისაჯოს ყველა მაღალჩინოსანი ვინც ბიუჯეტიდან ფულს ფლანგავს",- განაცხადა რეზო ხარაზმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო