მაღაროელების ინფორმაციით, ჭიათურაში სკოლების და ბაღების ნაწილი გაიფიცა და მათ სოლიდარობას უცხადებენ

ჭიათურაში სკოლების და ბაღების ნაწილი გაიფიცა. გაფიცულები მაღაროელებს სოლოდარობას უცხადებენ. როგორც ერთ-ერთი მაღაროელი გელა ბაძგარაძე "ინტერპრესნიუსთან" აცხადებს, გაფიცული პედაგოგები მათ შეუერთდნენ.

„გაიფიცნენ სკოლები და ბაღები, ისინი შემოგვიერთდნენ და სოლიდარობას გვიცხადებენ. იზიარებენ ჩვენს მოთხოვნებს და მოითხოვენ მძიმეწონიანმა მანქანებმა ქალაქში არ იარონ. ჩვენ გაფიცვას ვაგრძელებთ, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", - განაცხადა გელა ბაძგარაძემ.

მისი თქმით, ბოლო შეხვედრის შემდეგ მათ ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ შეხმიანებიან. მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს გუშინ შეხვდნენ, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. რამდენიმე მაღაროელი შიმშილობს, ერთი მათგანი გუშინ შეუძლოდ გახდა, თუმცა საავადმყოფოდან კვლავ კარავში მივიდა. მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა