გორის შესასვლელში, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლების მოსახლეობაა შეკრებილი, ვითარება დაიძაბა

გორის შესასვლელში, სადაც სეტყვის შედეგად დაზარალებული სოფლების მოსახლეობაა შეკრებილი, ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა აქციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა, რომ გორში ჩასვლას გეგმავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. თუმცა ამის მიუხედავად შეკრებილთა ერთმა ნაწილმა ავტობანის გადაკეტვა მაინც სცადა. ავტომაგისტრალზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა ჯაჭვი გააკეთეს და შეკრებილებს მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობის პარალიზების საშუალება არ მისცეს.

მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა სეტყვის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა.

როგორც დაზარალებული სოფლების მცხოვრებლები აცხადებენ, ერთეული შემთხვევების გარდა, მათ უმრავლესობას აგროდაზღვევით არ უსარგებლია და შესაბამისად, მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.

სეტყვის შედეგად დაზარალებული რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო