სოფიო კილაძის განცხადებით, ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების საკითხში პარლამენტიც ჩაერთვება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების საკითხში პარლამენტიც ჩაერთვება.

მისი თქმით, მაღაროელებს მუშაობა უმძიმეს პრობებში უწევთ და მათ შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა ჰქონდეთ.

„კიდევ ვერთხელ მინდა, ჩემი სოლიდარობა დავადასტურო ჭიათურაში გაფუცული მუშებისადმი. ნადვილად, უმძიმესი ვითარებაა ძალიან ბევრი კუთხით: ეკოლოგიური, სოციალური, ხელფასის თემა და ეს ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხალხისთვის. ჩემი ინფორმაციით, თავიდან ფაქტობრივად, პოლიტიკოსების ჩართვა ამ ხალხს ამ საკითხში არ უნდოდა, თუმცა დღეს, პრემიერმა უკვე მისცა დავალება სამ მინისტრს და ისინი უკვე გაემგზავრნენ ჭიათურაში. მივესალმები ამ ფაქტს და პარლამენტი ბუნებრივია, აუცილებლად ჩართვება ამ საკითხში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი ისე, გადაწყდება, როგორც მუშების ინტერესებშია, რადგან ეს არის ადამიანების მოწყვლადი ჯგუფი, რომლებსაც უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა და ბუნებრივია, მათ ამისთვის შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა კილაძემ.

ცნობისთვის, პრემიერის დავალებით, ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების საქმესთან დაკავშირებით, ადგილზე ჩავლენ ეკონომიკის, განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრები.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს