ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან მორაგბეების საპროტესტო აქცია გაიმართა

„ცილისმწამებლები ციხეში"- ამ სლოგანით ქუთაისში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან მორაგბეების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სოლიდარობას რამდენიმე დღის წინ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ მორაგბე გიორგი კვირიკაშვილს უცხადებენ.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აშველებდა ორ ადამიანს, რომლებიც ჩხუბობდნენ, მათ შორის ერთ-ერთი იყო ადვოკატის მეუღლე. გამშველებელი კი სამართალდამცველებმა დააკავეს როგორც ჩხუბში მონაწილე პირი და მას გამოძიება ადვოკატის ოჯახის წევრის ცემას ედავება. სინამდვილეში მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", - აცხადებს უფლებადამცველი ციცი ბაბუნაშვილი.

























