ჭიათურაში მაღაროელები გაფიცვას წყვეტენ

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების და მინისტრების შეხევდრა დასრულდა. როგორც ერთ-ერთი მაღაროელი პაატა სამხარაძე "ინტერპერსნიუსთან"აცხადებს, შეხვედრაზე შეთანხმება შედგა, რაც 1 ივნისიდან ხელფასის 25%-ით, ერთი წლის შემდეგ 10%-ით გაზრდას გულისხმობს.

მისი ინფორმაციით, შეთავაზება მისაღებია მაღაროელებისთვის და გაფიცვა შეწყდება. შეხვედრას ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები, ასევე საჩხერე ჭიათირის მიტროპოლიტი ესწრებოდა. მაღაროელები 16 მაისს გაფიცნენ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს