გვირაბში ნახშირის მასების ცვენა ტყიბულის კარიერზე მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის სამაშველო სამუშაოებს ართულებს

გვირაბში ნახშირის მასების ცვენა ტყიბულის კარიერზე  მიწის  მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის  სამაშველო სამუშაოებს ართულებს

ტყიბულში ნახშირის გარე მოპოვების კარიერზე ქვანახშირის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. გვირაბში ცვივა ნახშირის მასები, რაც გაწმენდით და სამაშველო სამუშაოებს ართულებს. მიმდინარეობს გვირაბის გამაგრება, რომ მაშველებმა შეძლონ უსაფრთხოდ მუშაობა.

ტყიბულში დღეს ქვანახშირის კარიერში მიწა და ქვანახშირის მასა ჩამოიშალა და 55 წლამდე მამაკაცი მოიყოლა.