ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში მიწის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად ქუთაისში გადაასვენეს

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში მიწის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად ქუთაისში გადაასვენეს

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში მიწის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად ქუთაისში გადაასვენეს.

სამაშველო სამუშაოები ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე მთელი ღამის მანძილზე და დილით მიმდინარეობდა. ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში მიწა და ქვანახშირის მასა გუშინ ჩამოიშალა და 55 წლამდე მამაკაცი მოიყოლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.