ჭიათურის მაჟორიტარი - სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მცდელობა იყო, რომ პროცესი გამხდარიყო უმართავი, პოლიტიკურად ანგაჟირებული

გარკვეული მცდელობები იყო სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, რომ პროცესი გამხდარიყო უმართავი, პოლიტიკურად ანგაჟირებული, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა ჩვენი მოქალაქეების დაპირისპირება, - ამის შესახებ ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჭიათურაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მახათაძემ აღნიშნა, ახლა მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ანალიზი თუ სად იყო დაშვებული შეცდომები, სად იყო იგნორირებული მაღაროელთა ინტერესები, რამაც პროცესი უკიდურეს ფორმამდე - შიმშილობამდე მიიყვანა.

„დასრულდა 11-დღიანი დაძაბული და ემოციური დღეები. მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და დასაქმებულებს შორის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ იყო გარკვეული მცდელობები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომ პროცესი გამხდარიყო უმართავი, პოლიტიკურად ანგაჟირებული, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა ჩვენი მოქალაქეების დაპირისპირება. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გაფიცულ მაღაროელს იმისთვის, რომ გამოიჩინეს მაღალი საზოგადოებრივი ცნობიერება და არ დაუშვეს არც ერთი პროვოკაციური ქმედების განხორციელების შესაძლებლობა. ახლა მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ანალიზი - თუ სად იყო დაშვებული შეცდომები, სად იყო იგნორირებული მაღაროელთა ინტერესები, რამაც პროცესი მიიყვანა უკიდურეს ფორმამდე- შიმშილობამდე. ვფიქრობ, დასაფიქრებელია ეს მოვლენა, რომ მომავალში მსგავსი პრობლემა აღარ განმეორდეს, რომ მშრომელ მაღაროელებს ჰქონდეთ უკეთესი შრომის პირობები, უსაფრთხო სამუშაო გარემო, უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი შრომის ანაზღაურება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ახალი სისხლის გადასხმაც შეიძლება იყოს ჩვენი ქალაქისთვის, რაც ხელს შეუწყობს მისი განვითარების დინამიურ პროცესს“, - განაცხადა მახათაძემ.

მან პროცესში ჩართულ მთავრობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

„დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენი მთავრობის მხრიდან იქნება მაქსიმალური ყურადღება იმისთვის, რომ ეს შეთანხმებები აღსრულდეს ყველა იმ ნაწილში, რომელიც მხარეებს შორის შედგა “, - განაცხადა მახათაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა