„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ლევან იოსელიანი დავით გარეჯში იმყოფება

„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ლევან იოსელიანი დავით გარეჯში იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამოქალაქო მოძრაობიდან“ აცნობეს, ლევან იოსელიანი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ ბერებსსა და სამოქალაქო აქტვისტებს გაესაუბრა.
ლევან იოსელიანის თქმით, იმის გამო, რომ დღეს ხელისუფლებას შესაბამისი პოლიტიკა არ აქვს, დავით გარეჯის დაცვა მღვდლებსა და მოქალაქეებს უწევთ.
ამასთან ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან დიალოგის რეჟიმში ყველა პრობლემის მოგვარება არის შესაძლებელი.
„ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან აზერბაიჯანთან ურთეირთობის რაიმე ფორმით გაუარესება არ უნდა დაუშვა. საქართველოს ცოტა ჰყავს ისეთი ერთგული პარტნიორი , როგორიც აზერბაიჯანია და მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების მონდომებაა საჭიროო მათთან პრობლემების მოსაგვარებლად“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

























