აჭარის მთავრობის სახლთან გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

აჭარის მთავრობის სახლთან გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, რამდენიმე თვის წინ ბათუმის მერიამ ისინი წერეთლის ქუჩიდან ძველი ავტოსადგურის შენობაში გადაიყვანა.

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ აღნიშნულ შენობაში ვერ ვაჭრობენ, რადგან მოქალაქეები არ შედიან და ისინი სამუშაოს გარეშე დარჩნენ.

გარემოვაჭრეები წერეთლის ქუჩაზე დაბრუნებას ან ალტერნატიულ ტერიტორიაზე გადასვლას ითხოვენ, სადაც სავაჭროდ პირობები იქნება შექმნილი.

დღეს კი აჭარის მთავრობასთან და ბათუმის მერთან შეხვედრას მოითხოვენ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ