აჭარის უმაღლესი საბჭო - ინტეგრირებული სკრინინგის აქცია ამჯერად საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებისთვის ჩატარდა

აჭარის უმაღლესი საბჭო - ინტეგრირებული სკრინინგის აქცია ამჯერად საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებისთვის ჩატარდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ინტეგრირებული სკრინინგის აქცია ამჯერად საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებისთვის ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს.

უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის ნუგზარ სურმანიძის განცხადებით, აქციაში 50-მდე ბენეფიციარს სამ დიდ დაავადებაზე - ტუბერკულოზზე, AIV-შიდსსა და C ჰეპატიტზე კვლევა ჩაუტარდათ. პროგრამა ფართომასშტაბიანია და მისი საშუალებით მოსახლეობის უფასო გამოკვლევები გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის განცხადებით, საქართველოში წითელას არაგეგმიურ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ფართომასშტაბიანი კამპანია მიმდინარეობს. ამასთან, მიმდინარე წლის იანვრიდან ქვეყანაში ამოქმედდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც ეპიდემიის შეჩერებისა და პრევენციის ღონისძიებებს ითვალისწინებს. მიმდინარე კამპანიის ფარგლებში ტარდება ინტეგრირებული სკრინინგიც, რომელიც დაავადებათა შემდგომ პრევენციას ითვალისწინებს.