მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ძალადობისთვის ბრალდებულს სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ სცნო.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან მიაწოდეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულ მამაკაცს სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებული კ.ღ დამნაშავედ სცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს კ.ღ. ახმეტის რაიონში, მისსავე საცხოვრებელ სახლში მეუღლეს ა.ხ-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც უყვიროდა, რომ არ აცოცხლებდა.

სასამართლო პროცესზე ასევე დადასტურდა, რომ კ.ღ-მ 2018 წლის 29 დეკემბერს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა.

სამართალდამცველებმა კ.ღ 2018 წლის 29 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) და 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ კ.ღ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ