კახა კალაძე - მართლაც მძიმე მდგომარეობაში უწევდათ ჭიათურაში მაღაროელებს მუშაობა - მთავარია, რომ შეთანხმება, რასაც ითხოვდნენ, მიღწეულია

მართლაც მძიმე მდგომარეობაში უწევდათ ჭიათურაში მაღაროელებს მუშაობა, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ შეთანხმება, რასაც ითხოვდნენ, მიღწეულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა კომპანიასა და გაფიცულ მაღაროელებს შორის მოლაპარაკებების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

„რამდენიმე დღის წინ ჭიათურაში მაღაროელები იყვნენ გაფიცულები. ჩვენ, პარლამენტის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ მდივანს ირაკლი ღარიბაშვილს, ამ ადამიანებთან შეხვედრა გვქონდა. ჩვენ ვიცოდით მათი მოთხოვნების შესახებ, გვითხრეს ასევე თავიანთი გასაჭირის და იმ პრობლემების შესახებ, რაც მათ აწუხებდათ. როგორც იცით, გუშინწინ მათი პრობლემა გადაწყდა, მოხდა ურთიერთშეთანხმება. მინდა, ცენტრალურ ხელისუფლებას და კონკრეტულად იმ მინისტრებს, რომლებიც ადგილზე იყვნენ ჩასული, მადლობა გადავუხდადო. მართლაც მძიმე მდგომარეობაში უწევდათ ამ ადამიანებს მუშაობა, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის შეთანხმება, რასაც ითხოვდნენ, მიღწეულია და მოგვარებული იქნება მომდევნო წლების განმავლობაში,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს