გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში შვილმა დღეს დილით მშობლები გარდაცვლილი ნახა.

ოჯახის წევრები და თანასოფლელები ცოლ-ქმრის გადაცვალების ვერსიად სახლში დამონტაჟებული გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებენ.

„სავარაუდოდ, გაზმა გაჟონა, ან ნამწვით მოიწამლნენ. გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის საფუძველზე დაზუსტდება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა როინ ადიკაშვილმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 340-ე პრიმა მე-3 მუხლით მიმდინარეობს, რაც გამათბობელი მოწყობილობების მონტაჟის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: გორის სოფელ ნაწრეტში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს