რომან გოცირიძე - ზელენსკის მიერ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, "ქართულ ოცნებას" ახალი ტკივილი გაუჩნდა

სააკაშვილისთვის მთავარი არის საქართველო და უკრაინაში დაბრუნება ნიშნავს მის საქართველოში დაბრუნების დაჩქარებას, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რომან გოცირიძის განცხადებით, თუ საჭირო გახდება მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში ჩაერთვება. გოცირიძე აღნიშნავს, რომ ზელენსკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნებას" ახალი ტკივილი გაუჩნდა.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება მნიშვნელოვანი გზავნილია უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან მსოფლიოს თანამეგობრობისადმი. ზელენსკი მოიქცა სამართლიანად და ის ააშენებს სამართლებრივ სახელმწიფოს და არა ოლიგარქიულ სახელმწიფოს, რაც იყო აქამდე. რაც შეეხება საქართველოს, ახალი ტკივილი გაჩნდა "ქართული ოცნებისთვის" და უკვე დაიწყეს უგუნური განცხადებების გაკეთება. თუ საჭირო გახდება, სააკაშვილი იქნება უკრაინის პოლიტიკაში, მაგრამ სააკაშვილისთვის მთავარი არის საქართველო და უკრაინაში დაბრუნება ნიშნავს მის საქართველოში დაბრუნების დაჩქარებას", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა