ბათუმის უნივერსიტეტის უკვე ყოფილი ლექტორი, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, საქართველოში დაბრუნდა

ბათუმის უნივერსიტეტის უკვე ყოფილი ლექტორი, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, საქართველოში დაბრუნდა

ბათუმის უნივერსიტეტის უკვე ყოფილი ლექტორი ომარ მახარაძე, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, საქართველოში დაბრუნდა. იგი სამსახურებრივი მივლინებით უკრაინაში იმყოფებოდა.

როგორც ცნობილია, ომარ მახარაძემ საკუთარი გადაწყვეტილებით ბათუმის საკრებულოში წევრობაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილების შეწყვეტა თავად მოითხოვა.

ამასთან, ბათუმის უნივერსიტეტის დისციპლინურმა კომისიამ სტუდენტის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი შეისწავლა, კომისიამ სტუდენტის პრეტენზიაც მოისმინა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ომარ მახარაძეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა.

თავის მხრივ, ბსუ-ს მეორე კურსის სტუდენტი გოგონას ადვოკატი ზაზა პაპიძე აცხადებს, რომ იყო მცდელობა 19 წლის გოგოს საქმე საია-სა და რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ ომარ მახარაძე გამოკითხვაზე ჯერ არ გამოცხადებულა.