სოფელ ცეცხლაურში ევროსტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის პროექტის გაცნობის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში თანამედროვე ევრო სტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის, პროექტის გაცნობის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, უცხოელმა და ქართველმა სპეციალისტებმა სოფელ ცეცხლაურის მოსახლეობასთან უკვე გამართეს რამდენიმე საინფორმაციო სახის შეხვედრა, დეტალურად განმარტეს პროექტის მნიშვნელობა და უპასუხეს ადგილობრივებისთვის საინტერესო კითხვებს.

მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით ცეცხლაურის ახალი სანიტარული ნარჩენების განთავსების ობიექტი, პირველი თანამედროვე ევრო სტანდარტების ნაგავსაყრელი იქნება საქართველოში, რომლის მშენებლობის პროცესში საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციებია ჩართული.

პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც მათ შორის 3 მილიონი ევრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)-ს მიერ იაფი სესხის ფარგლებში, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსდა.

შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“-სა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ მშენებელ კომპანია „გოქსინ ინშაათ-ს„ შორის პროექტის ახალი სანიტარული ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.

ნარჩენების მართვის პროექტი ითვალისწინებს ახალი სანიტარული ნარჩენების მართვის ობიექტის და მისასვლელი გზის დამხმარე შენობა_ნაგებობების მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების დახურვას.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა