შპს „ბათუმის წყალი“ ჩაქვის ტერიტორიაზე ძველი წყალმომარაგების ქსელს აუქმებს

შპს „ბათუმის წყალი“ ჩაქვში მოსახლეობისთვის წყალმომარაგების ახალ სისტემასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ინდივიდუალურ შეხვედრებს იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს „ბათუმის წყლიდან“ აცნობეს, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ჩაქვის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემის შექმნისა და რეაბილიტაციის მიზნით მოეწყო წყლის ახალი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი.

მათივე ცნობით, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებშივე, ჩაქვის ტერიტორიაზე მიმდინარეობს წყლის ინდივიდუალური მრიცხველების მოწყობა, უკვე მოწყობილია 2000 მრიცხველი.

გამრიცხველიანების პროცესის დასრულების შემდეგ, მოხდება ძველი სისტემის გაუქმება სრულად და მოსახლეობას სასმელი წყალი ახალი წყალმომარაგების სისტემით მიეწოდება.

კომპანია მოსახლეობას მიმართავს და სთხოვს გაითვალისწინონ, რომ მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, 30 ივნისამდე, ეტაპობრივად მოხდება ძველი წყალმომარაგების სისტემის სრული დემონტაჟი, რის შედეგადაც გაუქმდება ე.წ. ძველი ქსელი.

„ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ წყალმომარაგების ახალ ქსელზე გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის ავტომატურად მოხდება წყლის მიწოდების შეზღუდვა. თუ რომელიმე აბონენტის მისამართზე წყალმომარაგების ქსელი რეაბილიტირდა, თუმცა არ დამონტაჟებულა მრიცხველი, დაგვიკავშირდნენ ქოლ-ცენტრის ნომერზე (0422) 24 22 22

წყალმომარგების ახალი სისტემა მოსახლეობისთვის წყლის 24-საათიან უწყვეტ და სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა