ბორჯომში, გორგასალის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქცია დაიწყო

ბორჯომში, გორგასალის #3-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქცია დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შენობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მის პირვანდელ სახეს სრულად დაიბრუნებს.

პროექტის ფარგლებში აღდგება გარე ფასადი, შესასვლელი ლითონის კარები, კიბეები, მოაჯირები და ლითონის ღობე. რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობის შიდა ნაწილსაც. კეთილმოეწყობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაც.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ, "საბინაო ამხანაგობის" ფარგლებში დაფინანსდა. სარესტავრაციო სამუშაოები 2 თვის განმავლობაში გაგრძელება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა