გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის სახელობის სკვერი გაკეთდება

გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის სახელობის სკვერი იმავე ქუჩაზე მოეწყობა, სადაც გოგონა ცხოვრობდა. სკვერის გაკეთება გარდაცვლილი გოგონას ოჯახის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ინიციატივით გადაწყდა. მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ გალუსტაშვილის ქუჩაზე სკვერის პროექტირება უკვე დასრულებულია. „ბუნებრივია, ნანიკოს სიკვდილით გამოწვეულ მწუხარებას ვერაფერი შეგვიმსუბუქებს, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ფაქტია, რომ მისი სახელობის სკვერი გაკეთდება ჩვენი სახლის პირდაპირ, იმ ადგილზე, სადაც ბავშვი ყოველდღიურად დადიოდა“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ მოკლული გოგონას პაპამ გოჩა ბერიაშვილმა.

9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს, გორში, სკოლისკენ მიმავალი გზიდან გაუჩინარდა. გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში გოგონა გარდაცვლილი იპოვნეს. 26 ოქტომბერს, მოზარდის მკვლელობის ბრალდებით გორში მცხოვრები იაგო ნებიერიძე დააკავეს. რამდენიმე დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, იაგო ნებიერიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ასევე სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის სახელობის სკვერი გაკეთდება

გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის სახელობის სკვერი იმავე ქუჩაზე მოეწყობა, სადაც გოგონა ცხოვრობდა. სკვერის გაკეთება გარდაცვლილი გოგონას ოჯახის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ინიციატივით გადაწყდა. მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ გალუსტაშვილის ქუჩაზე სკვერის პროექტირება უკვე დასრულებულია. „ბუნებრივია, ნანიკოს სიკვდილით გამოწვეულ მწუხარებას ვერაფერი შეგვიმსუბუქებს, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ფაქტია, რომ მისი სახელობის სკვერი გაკეთდება ჩვენი სახლის პირდაპირ, იმ ადგილზე, სადაც ბავშვი ყოველდღიურად დადიოდა“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ მოკლული გოგონას პაპამ გოჩა ბერიაშვილმა.

9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს, გორში, სკოლისკენ მიმავალი გზიდან გაუჩინარდა. გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში გოგონა გარდაცვლილი იპოვნეს. 26 ოქტომბერს, მოზარდის მკვლელობის ბრალდებით გორში მცხოვრები იაგო ნებიერიძე დააკავეს. რამდენიმე დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, იაგო ნებიერიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ასევე სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს