გორის მუნიციპალიტეტსა და სალაცგრივას მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, პირველ საპროექტო იდეას საფუძველი უკვე ჩაეყარა

გორის მუნიციპალიტეტსა და სალაცგრივას მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში პირველ საპროექტო იდეას საფუძველი უკვე ჩაეყარა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სალაცგრივას მუნიციპალიტეტის და გორის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებულ ერთობლივ პროექტს ლატვიელი მხარე ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში წარადგენს, საერთო პროექტის მთავარი მიზანი გორის მუნიციპალიტეტისათვის გამოცდილების გაზიარება იქნება.

გორის მერიის ცნობით, ლატვიის დელეგაციის წევრები ვიზიტისას, ახალ საპროექტო იდეებზე მუშაობასთან ერთად, 26 მაისის ღონისძიებებს დაესწრნენ, გაეცვნენ გორში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებს, საგანმანათლებლო სისტემის მოდელს სკოლებსა და ბაღებში, დაათვალიერეს „კულას“ საწარმო, მუზეუმები და კულტრურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. ვიზიტის დასასრულს სალაცგრივას მუნიციპალიტეტის მერი გორის დემოკრატიის სკოლის მსმენელებს შეხვდა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?