გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო- პრო ჯორჯია“-დან აცნობეს.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 მაისს 11:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა და მიმდებარე სოფლებში.11:00-დან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ციხისძირი, ხიდისყური, მუხრანი, ქანდა, ქსანი. ხოლო 09:00დან 18:00 საათამდე დაბა თიანეთს და თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჟებოტა, ტუშურები, ჩაბანო, დულუზაურები, ჭურჭელაურები და მიმდებარე სოფლებს. 11:00დან 18:00 საათამდე ძაბვა გაეთიშებათ მომხმარებლებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ხეობა, ჩინთი, გურგალველი, ვარცლა, ფიჭვიანი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა