ომარ ნიშნიანიძე ფოთიდან პატარა გემით ვანამდე რიონში გაცურვას აპირებს

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ომარ ნიშნიანიძე ფოთიდან პატარა გემით ვანამდე რიონში გაცურვას აპირებს. მისი თქმით, ხომალდის აგება და ოქროს საწმისის ლეგენდის გაცოცხლება თავის სტუდენტებთან ერთად გადაწყვიტა. ისინი გემს 2 თვეა აშენებენ და როგორც თავად ამბობენ, მშენებლობა დღეს დასრულდება.

ომარ ნიშნიანიძის ინფორმაციით, 14- მეტრიანი სიგრძის ხომალდი „არგო“ პარასკევს, 31 მაისს ფოთიდან გასაცურად მზად იქნება და მალთაყვის უბანში, მდინარე კაპარჭინასა და პალიასტომის ტბის შესართავთან, 17:00 საათზე, საზეიმო ვითარებაში ჩაეშვება.

„ინგლისელმა მეცნიერმა, მოგზაურმა, მწერალმა ტიმ სევერინმა 1984 წელს მსოფლიოს დაუმტკიცა რომ ლეგენდა, მითი არგონავტების შესახებ არის სინამდვილე და მართლა არსებობდა ჩვენი კოლხეთი, ულამაზესი და მდიდარი ქვეყანა მეფე აიეტით, მედეათი და ასე შემდეგ. ზუსტად 35 წლის თავზე ჩემს სტუდენტებთან ერთად, გადავწყვიტე აღგვენიშნა ეს თარიღი, მოვიძიეთ მასალები და დავიწყეთ მზადება. რა თქმა უნდა, გემი უნდა აგებულიყო ძველ ფაზისში, ფოთში, რომელიც არის სწორედ ამ ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. 31 მაისს, მალთაყვაში მდინარე კაპარჭინისა და პალიასტომის ტბის შესართავთან მოვაწყობთ ღონისძიებას, ხომალდის გაცილებას, ვანამდე, გალაკტიონის სახლ-მუზეუმამდე, ისე როგორც ეს გააკეთა თავის დროზე ტიმ სევერინმა. იმ დღეს ვანში იქნება ვანელობა“, - განაცხადა ნიშნიანიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა