ზაფხულის ტურისტულის სეზონის ეფექტურობას ზედამხედველობას საკორდინაციო საბჭო გაუწევს

ზაფხულის ტურისტული სეზონის სამზადისთან დაკავშირებით აჭარაში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, სასტუმრო „რედისონში“ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საკორდინაციო საბჭოს წევრები დაესწრნენ ზაფხულის ტურისტულ სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი მიზანი ზაფხულის ტურისტული სეზონის სამზადისისთვის მთავრობისა და კერძო სექტორის კორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, არსებული გამოწვევების განხილვა და მათი ეფექტურად მოგვარების გზების დასახვაა.

„შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც გაუწევს ზედამხედველობას მიმდინარე ტურისტულ სეზონს. დღეს ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როცა ტურისტები საჭიროებენ მაღალი სტანდარტის მასპინძლობას. ტურიზმის სექტორში დინამიკა არის მზარდი, როგორც სტატისტიკის ისე ხარისხის თვალსაზრისით და ბუნებრივია, ეს უფრო მეტ მოლოდინს ქმნის. აქტიურად ვმუშაობთ ტურისტული კლასტერის შექმნაზე მაღალმთიან აჭარაში. ეს მოიცავს მწვანე ტბას, კურორტ გოდერძის და ბეშუმს, სადაც აქტიური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება და მიმდინარეობს“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სექტორთან შეხვედრისას.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე სექტორს სიტყვით მიმართა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა, რომელმაც აქცენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით განხორციელებულ მარკეტინგულ აქტივობებსა და 2019 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის მოლოდინებზე გააკეთა.

„წელს, მოლოდინი გვაქვს, რომ აქტიური და წარმატებული ზაფხულის ტურისტული სეზონი გვექნება აჭარაში. ტურისტებს ველოდებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, თუმცა განსაკუთრებით ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან, სადაც რეგიონის რეკლამირებას აქტიურად ვანხორციელებთ ისეთი რეიტინგული მედიაპლატფორმებით, როგორებიცაა BBC-ის, Deutsche Welle-სა და ევრონიუსი. ივნისიდან, ამას ემატება უკვე National Geographic-სა და Travel Channel. წელს, პირველად გვემატება ჩარტერული ფრენები ევროპული ქვეყნებიდან ესტონეთიდან, ლიეტუვადან და პოლონეთიდან, რასაც გარდა ეკონომიკური სარგებელისა მაღალი პოლიტიკური სარგებელი აქვს,“- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

რეგიონში ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თორნიკე კუჭავამ გააკეთა. მან აქცენტი მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გააკეთა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ტურიზმის სექტორთან გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სპეციალურად ზაფხულის ტურისტულის სეზონის ეფექტურად წარმართვისთვის შექმნილი საკორდინაციო საბჭოს წევრებთან სასტუმროების, რესტორნებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსა და გიდებს საშუალება მიეცათ სექტორში არსებულ გამოწვევებზე და სიახლეებზე ესაუბრათ.

საჯარო შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილი, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ჯუმბერ ბატაძე და ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე ესწრებოდა. შეხვედრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა