„ჯორჯიან მანგანეზისა" და ქალაქის მერიის ორგანიზებით, ჭიათურაში დასუფთავების ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ერთობლივი ორგანიზებით, დღეს ქალაქში დასუფთავების ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ "ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, "ჯორჯიან მანგანეზისა" და მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, "ჭიათურის დასუფთავების პროექტის" ფარგლებში, პირველი აქტივობა მდინარე ჯრუჭულას ხიდიდან დაიწყეს. ჭიათურის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის სპეციალისტებმა „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებთან ერთად, საავტომობილო გზა და მისი მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს. დილიდანვე გაწმენდით სამუშაოებში ჩართული იყო სპეციალური ტექნიკაც. პროექტის ფარგლებში, დასუფთავების კამპანიას ხვალიდან ე.წ. გადამრეცხი მანქანებიც შეუერთდებიან. ასევე, იგეგმება რამდენიმე იერსახე დაკარგული შენობის აღდგენა.

დასუფთავების კამპანიის მიმდინარეობას ჭიათურის ახლად არჩეული მერი, გივი მოდებაძე ადგილზე გაეცნო.

„ჭიათურის მერიამ „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად დაიწყო ქალაქის შემოსასვლელების მოწესრიგება. ხვალიდან უკვე ველოდებით მძლავრ გადამრეცხ ტექნიკას, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ტემპი, რომელიც აღებულია, გაგრძელდება და ჩვენი ჯგუფები იმუშავებენ ყოველდღიურ რეჟიმში. მჯერა, „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ“, - განაცხადა გივი მოდებაძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს