ბათუმის საკრებულო ხვალ ომარ მახარაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებს

კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს, - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და საკრებულოს დეპუტატ ომარ მახარაძის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.

სულიკო თებიძის განცხადენით, საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე ომარ მახარაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ.

„ომარ მახარაძე კეთილსინდისიერი და კარგი სპეციალისტი იყო. ფაქტი ვერც კი წარმოვიდგინე, მაგრამ ჩემი პირადი შეხედულებები მთავარი არ არის. გამოძიება მიმდინარეობს და კანონის წინაშე აგებს ყველა პასუხს. სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით",- აცხადებს სულიკო თებიძე.

ბსუ-ს ყოფილი ლექტორი ომარ მახარაძე დღეს ბათიუმის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, მას სტუდენტი სექსუალირ შევიწროებაში ადანაშაულებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა