„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

ფოთის პორტის ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ მოვლენებთან დაკავშირებით„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯერ არ მიუღიათ ოფიციალური დოკუმენტი 2 მაისს გაცემული ბრძანების გაუქმების შესახებ და შესაბამისად კომენტარს ვერ გააკეთებენ.

„ინტერპრესნიუსი“„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ არ მიუღია ოფიციალური დოკუმენტი 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმების შესახებ და შესაბამისად, ჯერჯერობით, ვერ გააკეთებს კომენტარს მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა, რასაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადება მოჰყვა. როგორც კონსორციუმი განმარტავს, საკითხის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებულნი და თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება.

დღეს საკითზე განცხადება გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.

იხილეთ ვიდეო: "ეიპიემ ტერმინალს ფოთი" ფოთის პორტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა